პროდუქტის კოდი: ЩО პანელების ანალოგი

ერთმხრივი მომსახურების კარადები (ЩО პანელების ანალოგი)

0 (0 $)
ცალი.

ერთმხრივი მომსახურების კარადები (ЩО (ერთმხრივი მომსახურების გამანაწილებელი ფარის პანელი) პანელების ანალოგი)განკუთვნილია 50 ჰც სიხშირის სამფაზიანი ცვლადი დენის ელექტროენერგიის გასანაწილებლად და წარმავალი ხაზების გადამეტტვირთვისგან და მოკლე ჩართვის დენისგან დასაცავად.

ექსპლუატაციის პირობები:

  • სიმაღლე ზღვის დონიდან – არაუმეტეს 1000 მ.;
  • გარემოს ტემპერატურა – მინუს 45°С–დან პლიუს 40°С–მდე სახ. სტანდარტით 15543.1-89;
  • გარემოცვა – არააფეთქებასაფრთხიანი, არ შეიცავს აგრესიულ მტვერსა და ანაორთქლს, აგრეთვე საწარმოო მტვერს იმ რაოდენობით, რომელიც შლის და არღვევს პანელის მუშობას.

შემყვანის კარადები (ШВ) გათვალისწინებულია კაბელური და სალტური შემყვანებით, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეიძლება დაკომპლექტდეს აქტიუი და რეაქტიული ელექტროენერგიის მრიცხველების მქონე აღრიცხვის კარადებით გამოკითხვის ფურცლის მიხედვით. მიწაზე ჩამიწებებისგან დასაცავად ძალური ტრანსფორმატორიდან ნულოვან შემყვანზე დაყენებულია დენის ტრანსფორმატორი. საკომუტაციო და დამცავი აპარატურის სახით გამოიყენება სტაციონარული ამომრთველები დენის სამი ტრანსფორმატორით, ერთი ამპერმეტრით და ერთი ვოლტმეტრით. ავტომატური ამომრთველით შეყვანისას, მასსა და ასაწყობ სალტეებს შორის ყენდება ერთპოლუსიანი გამთიშები, რომლებიც იმართება შტანგით მოხსნილი დატვირთვის დროს. მომსახურების მოხერხებულობისთვის დენის ტრანსფორმატორები განთავსებულია ასაწყობ სალტეებს (მცველს) და ჩამრაზს შორის ან ამომრთველსა და გამთიშს შორის.

ხაზოვან კარადებში (ШЛ)გამოიყენება ჩამრაზები მცველებით ან სტაციონარული ავტომატური ამომრთველები. კარადებში ავტომატური ამომრთველებით ასაწყობ სალტეებსა და ამომრთველს შორის დაყენებულია გამთიში შტანგის პოლუსების მიხედვით გათიშვით, რის წყალობითაც შესაძლებელია ფარის უსაფრთხო დათვალიერება, ამომრთველის რევიზია და შეკეთება.

კარადები სექციური (ШС) განკუთვნილია ორტრანსფორმატორიან ქვესადგურებზე გამანაწილებელ მოწყობილობებში შემყვანების სექციონირებისთვის, როდესაც ყოველი სექცია ღებულობს კვებას ცალკე ტრანსფორმატორისგან. სექციურ კარადებში გამოიყენება ჩამრაზები, რომლებიც იმართება ცენტრალური ბერკეტიანი ამძრავით კარადის ფასადის მხრიდან, ან სტაციონარული შესრულების ავტომატური ამომრთველი. კარადებში ავტომატური ამომრთველებით ამომრთველის ორივე მხარეს დაყენებულია გამთიშები.

კარადების შეერთება სრულდება გამოკითხვის ფურცელში აღნიშნული თანმიმდევრობით. კარადების დასაშვები რაოდენობა ერთ ფარის მოწყობილობაში – არაუმეტეს ოთხი. ფარი კარადების დიდი რაოდენობიდან ხელოვნურად დანაწილდება ნაწილებად. შეპირაპირებისთვის მიეწოდება კარადების, ასაწყობი სალტების, ნულოვანი სალტეს შეპირაპირების კვანძები.

კარადების მიწოდება დაშლილ მდგომარეობაში შესაძლებელია მიწოდების მოცულობიდან ასაწყობი და ნულოვანი სალტების ელემენტების გამოკლების პირობით.

ერთმხრივი მომსახურების კარადები (ЩО (ერთმხრივი მომსახურების გამანაწილებელი ფარის პანელი) პანელების ანალოგი) განკუთვნილია 50 ჰც სიხშირის სამფაზიანი ცვლადი დენის ელექტროენერგიის გასანაწილებლად და წარმავალი ხაზების გადამეტტვირთვისგან და მოკლე ჩართვის დენისგან დასაცავად.

  • წარმოშობა: უკრაინა
 მიწოდება
  • სახმელეთო გადაზიდვა
  • საზღვაო გადაზიდვა
  • საჰაერო გადაზიდვა
  • თვითმომსახურება
 გადახდა
  • უნაღდო ანგარიშსწორება
  • საბანკო გარანტია
  • ლიზინგი
  • განვადება
 ტელეფონით შეკვეთა
  • (995) 599-30-00-40
  • (995) 570-10-65-49
აღწერილობა
მახასიათებლები
წარმოშობაუკრაინა
ერთმხრივი მომსახურების კარადები (ЩО პანელების ანალოგი)
ფილტრი
ნაპოვნია 5 
დაადასტურეთ
გაფრთხილება
სურვილების სიაში შეუძლიათ დაამატონ მხოლოდ ავტორიზებულმა მომხმარებლებმა