+ 995 599 300 040 + 995 570 100 424
პროდუქტის კოდი: КТПУ-250-1000/10(6)/0,4

კომპლექტური ქვესადგური КТПУ-250-1000/10(6)/0,4

0 (0 $)
ცალი.

კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგური უნიფიცირებული გამავალი ტიპის გარე დაყენებისთვის კსქუ 25- 1000/10(6)/0,4

კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგური უნიფიცირებული გამავალი ტიპის გარე დაყენებისთვის სიმძლავრით 250…1000 კვა ძაბვით 10(6)/0,4კვ, კაბელური ან საჰაერო შემყვანით უმაღლესი ძაბვის (შემდგომში – უმ.ძ.) მხარეს (შმდგომში – უმ.ძ.) და კაბელური ან საჰაერო გამომყვანით უდაბლესი ძაბვის (შემდგომში – უმდ.ძ.) მხარეს განკუთვნილია ელექტროენერგიის (სამრეწველო სიხშირის ცვლადი სამფაზიანი დენის)ძაბვით 10 (6) კვ მისაღებად და ძაბვაში 0,4კვ გარდასაქმნელად.

კსქუ (КТПГС (კსქქექ) ანალოგი) გამოიყენება ელექტროენერგიის გასანაწილებლად ქალაქის ელექტროწრედების ელექტრომომარაგების ერთ–, ორსხივიან და მარყუჟულ სქემებში.

ექსპლუატაციის პირობები:

  • სიმაღლე ზღვის დონიდან – არაუმეტეს 1000 მ.;
  • ჰაერის მუშა ტემპერატურის ქვედა მნიშვნელობა – მინუს 40°С;
  • ჰაერის მუშა ტემპერატურის ზედა მნიშვნელობა – პლიუს 40°С;
  • გარემოცვა – არააფეთქებასაფრთხიანი, არ შეიცავს დენგამტარ მტვერს, აგრესიულ მტვერს და ორთქლს მეტალებისა და იზოლაციის დამშლელ კონცენტრაციებში.

ტექნიკური მონაცემები

ტრანსფორმატორის სიმძლავრე, კვა 25-1000
ცვლადი დენის სიხშირე, ჰც 50
ნომინალური ძაბვა უმაღლესი ძაბვის მხარეს, კვ (ВН) 6;10
უმაღლესი სამუშო ძაბვა, კვ 7,2;12
ნომინალური ძაბვა უმდაბლესი ძაბვის მხარეს, კვ (НН) 0,4;0,69
ნაკრები სალტეების ნომინალური დენი, კა შემყვანის მოწყობილობა უმაღლესი ძაბვის მხარეს (ВН) 0,4-0,63
ნაკრები სალტეების ნომინალური დენი, კა შემყვანის მოწყობილობა უდაბლესი ძაბვის მხარეს (НН) 0,4-1,6
თერმული მდგრადობის დენი, კა შემყვანის მოწყობილობა უდაბლესი ძაბვის მხარეს (ВН) 4 ÷ 8
შემყვანის მოწყობილობა უდაბლესი ძაბვის მხარეს (НН) 0,8 ÷ 20
ელექტროდინამიური მდგრადობის დენი, კა შემყვანის მოწყობილობა უმაღლესი ძაბვის მხარეს (ВН) 10-20
შემყვანის მოწყობილობა უდაბლესი ძაბვის მხარეს (НН) 1,5÷50
კლიმატური შესრულება და განთავსების კატეგორიები У1
გარსის დაცვის ხარისხი შეკვეთით
უმ.ძ., კსქ–ს წრედების იზოლაციის წინაღობვა, მომ 1000
ხმის დონე არ აღემატება კსქ–ში დაყენებული ტრანსფორმატორისთვის დადგენილ ნორმას   
ძალური ტრანსფორმატორების ტიპები შეკვეთით
ტრანსფორმატორის გრაგნილების შეერთების სქემა და ჯგუფები შეკვეთით

სატრანსფორმატორო ქვესადგურს კსქუ (КТПГС (კსქქექ) ანალოგი) აქვს შემდეგი შემადგენელი ნაწილები:

  • მეტალის კარკასი (კიოსკი) მაღალი ძაბვის მოწყობილობის (УВН), დაბალი ძაბვის მოწყობილობის (УНН) და ტრანსფორმატორის ნაკვეთურებით; კსქუ–ს (КТПГС (კსქქექ) ანალოგი) კარკასი არის მზიდი და უძლებს ხისტ მექანიკურ ზემოქმედებას შესრულების ჯგუფის М1 სახ. სტანდარტით 17516.1 მიმართ;
  • მაღალი ძაბვის მოწყობილობა (УВН);
  • უმ.ძ.–ს შემყვანზე გათვალისწინებულია შესაძლებლობა РВО (განმმუხტავი მაღალვოლტიანი შემზღუდველი) ან ОПН (გადამეტებული ძაბვის შემზღუდველის) ტიპის (კომპლექტდება შეკვეთით) განმმუხტველების 6-10კვ დასაყენებლად;
  • ტრანსფორმატორი (ზეთის, მშრალი) აკმაყოფილებს ტრანსფორმატორების კონკრეტული ტიპებისთვის დადგენილ სახ.სტანდარტს 11677, სახ. სტანდარტს 14209, სახ. სტანდარტს 16555, ДСТУ (უკრაინის სახ. სტანდარტს) 2105, და აგრეთვე ტექნიკურ პირობებს;
  • გარე განათების კარადა (შეკვეთით);
  • ელექტროენერგიის აღრიცხვის კარადა (შეკვეთით);
  • დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობა РУНН (სამამულო ან უცხოური წარმოების ავტომატური ამომრთველები, დამკვეთის სურვილით).

კსქუ–ს (КТПГС (კსქქექ) ანალოგი) კონსტრუქცია ტრანსფორმამატორთან ერთად მისი ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა და ერთი ტრანსფორმატორის მეორეზე თავისუფლად შეცვლას ითვალისწინებს (მზიდი შველერები შესრულებულია კარების ზღურბლის დონეზე, გათვალისწინებულია ტრანსფორმატორის გამოგორება ბორბლებზე).

კსქუ (КТПГС (კსქქექ) ანალოგი) მიეწოდება დასრულებული კომპლექსით ერთ კიოსკში (როგორც ერთტრანსფორმატური შესრულება, აგრეთვე ორტრანსფორმატური შესრულებაც).

მაღალი ძაბვის მოწყობილობა (УВН) შედგება სამი კარადისგან დატვირთვის ამომრთველებით და ჩამამიწებელი დანებით – შემყვანის ხაზების ორი კარადა და კარადა მცველებით, რომელიც განკუთვნილია ძალური ტრანსფორმატორის მიერთებისა და დაცვისთვის.

უდაბლესი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის ბლოკში მოთავსებულია:

  • შემყვანი გამთიში РЕ 19 ან ავტომატური ამომრთველი ВА;
  • სექციური გამთიში РЕ 19 ან ავტომატური ამომრთველი ВА (2ქსქუ–სთვის);
  • გამომრთველების–მცველების ბლოკი წარმავალ ხაზებზე;
  • სტაციონარული ან გამოსაწევი ავტომატები;
  • დაბალვოლტიანი აპარატურა პრინციპული ელექტრონული სქემის შესაბამისად.

ელექტროენერგიის აღრიცხვის კარადას აქვს ორი შსრულება:

  • აქტიური ენერგიის აღრიცხვა;
  • აქტიური და რეაქტიული ენერგიის აღრიცხვა.

კარადების მიწოდების კომპლექტში შედის სამი დენის საზომი ტრანსფორმატორი.

გარე განათების კარადა უერთდება დაბალი ძაბვის მოწყობილობის (РУНН) ერთ–ერთ ფიდერს. სქემა ითვალისწინებს გარე განათების ავტომატურად ჩართვის შესაძლებლობას.

მოცემულ სატრანსფორმატორო ქვესადგურში შესრულებულია შემდეგი ბლოკირებები:

  • გამომრთველის, გამთიშისა და ჩამამიწებლის ერთდროულად ჩართული მდგომარეობა მაღალი ძაბვის მოწყობილობაში (УВН);
  • მაღალი ძაბვის მოწყობილობის (УВН) კარების დახურული და ღია მდგომარეობა ამომრთველის–გამთიშის შესაბამისად ჩართულ და გამორთულ მდგომარეობაში.

კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგური უნიფიცირებული გამავალი ტიპის გარე დაყენებისთვის კსქუ 25- 1000/10(6)/0,4

  • წარმოშობა: უკრაინა
 მიწოდება
  • სახმელეთო გადაზიდვა
  • საზღვაო გადაზიდვა
  • საჰაერო გადაზიდვა
  • თვითმომსახურება
 გადახდა
  • უნაღდო ანგარიშსწორება
  • საბანკო გარანტია
  • ლიზინგი
  • განვადება
 ტელეფონით შეკვეთა
  • (995) 599-30-00-40
  • (995) 570-10-65-49
აღწერილობა
მახასიათებლები
წარმოშობაუკრაინა
კომპლექტური ქვესადგური КТПУ-250-1000/10(6)/0,4
ფილტრი
ნაპოვნია 5 
დაადასტურეთ
გაფრთხილება
სურვილების სიაში შეუძლიათ დაამატონ მხოლოდ ავტორიზებულმა მომხმარებლებმა