პროდუქტის კოდი: БКТП–400-2500/10(6)/0,4 (0,69)

ქვესადგურები ბლოკ–მოდულში БКТП–400-2500/10(6)/0,4 (0,69)

0 (0 $)
ცალი.

კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები ბლოკ–მოდულში კსქბ – 400-2500/10(6)/0,4 (0,69) (სენდვიჩის ტიპის)

ერთ ან ორტრანსფორმატორული ქვესადგურები განკუთვნილია 50ჰც სიხშირის სამფაზიანი დენის მისაღებად ნომინალური ძაბვით 6(10) კვ., 0,4(0,69) კვ. ძაბვაში მის გარდასაქმნელად და ზომიერი ან ცივი კლიმატის (-60ºС–დან +45ºС–მდე) რაიონებში მომხმარებლებისთვის გასანაწილებლად.

ექსპლუატაციის პირობები:

  • სიმაღლე ზღვის დონიდან – არაუმეტეს 1000 მ.;
  • გარემოს ტემპერატურა – მინუს 60°С–დან პლიუს 40°С–მდე;
  • გარემოცვა – არააფეთქებასაფრთხიანი, არ შეიცავს დენგამტარ მტვერს, აგრესიულ მტვერს და ორთქლს მეტალებისა და იზოლაციის დამშლელ კონცენტრაციებში.

კსქბ მიეწოდება ბლოკ–მოდულიან შენობაში „სენდვიჩის“ ტიპის დათბუნებული ბლოკებიდან. „სენდვიჩ“–პანელის სისქე – არანაკლები 80 მმ., იატაკი – დათბუნებული, სახურავი – ორფერდა, დაცვით კარებებისა და ჭიშკრის ზღურბლების წყლის შედინებისგან და მინაყინის წარმოქმნისგან. მაღალი ძაბვის მოწყობილობის (УВН) და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის ნაკვეთურის გასათბობად გამოიყენება მხოლოდ კონვექტორული გამხურებლები.

კსქბ–ში გათვალისწინებულია განათება ძაბვით 220ვ. 50 ჰც., გადასატანი განათება ძაბვით 36ვ. 50 ჰც., ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემა, დაცვის სიგნალიზაცია, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.

კონსტრუქციულად 2კსქ შედგება ერთმანეთთან შეერთებული ბლოკ–მოდულებისგან, რომლებშიც მოთავსებულია ნაკვეთურები:

  • მაღალი ძაბვის მხრიდან გამანაწილებელი მოწყობილობის (РУВН) ნაკვეთური;
  • ძალური ტრანსფორმატორების ნაკვეთური;
  • დაბალი ძაბვის მხრიდან გამანაწილებელი მოწყობილობის (РУНН) ნაკვეთური.

მოწყობილობა მაღალი ძაბვის მხრიდან შესრულებული უნდა იყოს КСО ტიპის უჯრედებზე (ან კომპანიის Schneider Electric მარკის Merlin Gerin უჯრედებზე RM6) .BB/TEL ტიპის ვაკუუმური ამომრთველის გამოყენებით

ძალური ტრანსფორმატორი ყენდება როგორც ზეთის სერიის ТМ, ТМГ, ТМЗ, ასევე მშრალი სერიის ТСГЛ.

დაბალი ძაბვის ნაკვეთურში ყენდება ზოგადსამრეწველო ტიპის კსქ ან ЩО ტიპის პანელები. საკომუნიტაციო აპარატების სახით გამოიყენება გამოსაწევი ავტომატური ამომრთველები Schneider Electric, Moeller, LG, დსს „კონტაქტორი“ (ქ. ულიანოვსკი) და სხვა.

შესაძლებელია კომლექტაციის სხვადასხვა ვარიანტები.

ბლოკ–მოდულები მიეწოდება ცალკე საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით დამონტაჟების ადგილზე, სადაც ხდება ბლოკ–მოდულების ერთმანეთთან შეპირაპირება, ხორციელდება ელექტროსამონტაჟე და ასამუშვებელ–გასამართი სამუშაოები. ბლოკ–მოდულები ყენდება ბეტონიდან, ბეტონის ბლოკებიდან, შენადუღი მეტალის კარკასიდან შესრულებულ ფუნდამენტზე.

კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები ბლოკ–მოდულში კსქბ – 400-2500/10(6)/0,4 (0,69) (სენდვიჩის ტიპის)

  • წარმოშობა: უკრაინა
 მიწოდება
  • სახმელეთო გადაზიდვა
  • საზღვაო გადაზიდვა
  • საჰაერო გადაზიდვა
  • თვითმომსახურება
 გადახდა
  • უნაღდო ანგარიშსწორება
  • საბანკო გარანტია
  • ლიზინგი
  • განვადება
 ტელეფონით შეკვეთა
  • (995) 599-30-00-40
  • (995) 570-10-65-49
აღწერილობა
მახასიათებლები
წარმოშობაუკრაინა
ქვესადგურები ბლოკ–მოდულში БКТП–400-2500/10(6)/0,4 (0,69)
ფილტრი
ნაპოვნია 5 
დაადასტურეთ
გაფრთხილება
სურვილების სიაში შეუძლიათ დაამატონ მხოლოდ ავტორიზებულმა მომხმარებლებმა