- მიწოდება
-
- სახმელეთო გადაზიდვა
- საზღვაო გადაზიდვა
- საჰაერო გადაზიდვა
- თვითმომსახურება
- გადახდა
-
- უნაღდო ანგარიშსწორება
- საბანკო გარანტია
- ლიზინგი
- განვადება
- (995) −599-30-00-40
- (995) −570-10-65-49
კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურები სიმძლავრით 250, 400, 630, 1000, 1600, 2500 კვა ძაბვაზე 6, 10 კვ (შემდგომში წოდებული კსქუ) განკუთვნილია 50 ჰც–ანი სამფაზიანი ცვლადი დენის ელექტროენერგიის მისაღებად, გარდასაქმნელად და გასანაწილებლად. გამოიყენება ზომიერი კლიმატის რაიონებში სამრეწველო საწარმოების ელექტრომომარაგების სისტემებში გათბობის გარეშე ფართების შიგნით დასაყენებლად.
ექსპლუატაციის პირობები:
სქუ არ არის განკუთვნილი მუშაობისთვის მკვეთრი ბიძგების, დარტყმების, ძლიერი ნჯღრევის პირობებში, აგრეთვე მოძრავ დანადგარებზე და მაღაროებში. კსქუ შეესაბამება ტპ 16-674.029-84, ДСТУ (უკრაინის სახ. სტანდარტს) 3399-96 (სახ.სტანდარტს 14695-97), IEC 694 (1980).
საბაზისო ტექნიკური მახასიათებლები
ძალური ტრანსფორმატორის ტიპი |
ზეთის ТМ, ТМЗ ტიპის |
მშრალი "Geafol" ტიპის | |
მშრალი "ნომექსის" ტიპის | |
უმდაბლესი ძაბვის მხარეს ტრანსფორმატორის ნეიტრალის შესრულების მეთოდი | ყრუდ ჩამიწებული ნეიტრალი |
იზოლირებული ნეიტრალი | |
ნაკეთობების ურთიერთგანლაგება | ერთმწკრივა, ორმწკრივა |
გამოყენებული ტრანსფორმატორების რიცხვი | ერთი (კსქუ), ორი (2კსქუ) |
წარმავალი ხაზების შესრულების ტიპი | კაბელი ქვემოთ, კაბელი ზემოთ |
ძალური ტრანსფორმატორის სიმძლავრე, კვა | 250,400,630,1000,1250,1600,2500 |
ცვლადი დენის სამრეწველო სიხშირე, ჰც | 50 (60) |
ნომინალური ძაბვა უმაღლესი ძაბვის მხარეს, კვ | 6 (10) |
ნომინალური ძაბვა უმდაბლესი ძაბვის მხარეს, კვ | 0,4 |
მაღალი ძაბვის მოწყობილობის (УВН) თერმული მდგრადობის დენი, კა/1წ | 25º (განისაზღვრება პროექტით) |
დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის (РУНН) თერმული მდგრადობის დენი, კა/1წ | 85º (განისაზღვრება პროექტით) |
მაღალი ძაბვის მოწყობილობის (УВН) მ.ჩ. მაქსიმალური დარტყმის დენი, კა | 75º (განისაზღვრება პროექტით) |
დაბალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის (РУНН) მ.ჩ. მაქსიმალური დარტყმის დენი, კა | 187º (განისაზღვრება პროექტით) |
კსქუ–ს შემადგენლობაში შედის:
УВН მზადდება შემდეგ შესრულებებში:
РУНН შედგება შემდეგი კარადებისგან:
РУНН გამოიშვება სატრანსპორტო ბლოკებით სიგრძით არაუმეტესი 4მ.
РУНН კარადები წარმოადგენენ მეტალის კარკასს, რომელიც დახურულია მეტალის მოსახსნელი ფურცლებით გვერდებიდან და ზემოდან. კარკასის შიგნით ჩამაგრებულია ამომრთველები, სალტეები, აპარატები, მეორადი წრედების მოწყობილობები. კარადების ოპერატიული მომსახურება ხდება ფასადიდან, დასალტვისა და კაბელური მიერთებების ხელმისაწვდომობა ხორციელდება კარადის უკანა მხრიდან. მომსახურებისა და მონტაჟის მოხერხებულობისთვის გათვალისწინებულია კარებები, რომლებიც იკეტება ბოქლომებით.
РУНН კარადებში დაყენებულია ავტომატური ამომრთველები: შემყვანზე და სექციონირებაზე – გამოსაწევი შესრულების; წარმავალ ხაზებზე – სტაციონარული და გამოსაწევი შესრულების. სარელეო აპარატურა განთავსებულია კარადების ზედა ნაკვეთურებში; КТП-1600–ში, КТП-2500–ში სარელეო კარადაში.
საკომუტაციო აპარატების სახით გამოიყენება ВА სერიის ავტომატური ამომრთველები, დსს „კონტაქტორ“–ის (ქ. ულიანოვსკი) წარმოების ელექტრონი, ფირმის Schneider Electric წარმოების Masterpact, Compact, და აგრეთვე ფირმების ABB, Siemens, Moeller, General Electric და მწარმოებლების ამომრთველები.
ელექტროენერგიის აღრიცხვისთვის კსქუ–ში დაყენებულია აქტიური და რეაქტიული (შეკვეთით) ენერგიის მრიცხველები. მრიცხველები მოთავსებულია აღრიცხვის კარადაში (რომელიც განთავსებულია უმდაბლესი ძაბვის შემყვანის კარადის (ШВ) კედელზე) ან წარმავალი ხაზების კარადის (ШЛ) მოწყობილობის ნაკვეთურში, კსქუ–ს შეკვეთილი კომპლექტაციის მიხედვით.
ორტრანსფომატორულ კსქუ–ში გათვალისწინებულია რეზერვის ავტომატური შემყვანი (АВР), რაც უზრუნველყოფს უმდაბლესი ძაბვის შემყვანის ამომრთველის გათიშვას სექციური ამომრთველის ჩართვას შემყვანზე ძაბვის გაქრობისას ან ერთ–ერთ ფაზაზე ძაბვის გაქრობისას (ანუ არასიმეტრიული რეჟიმის წარმოქმნისას), სქემის შესრულების მიხედვით.
გარდა ამისა, АВР გაითვალისწინება რაიმე მიზეზით ერთ–ერთი შემყვანის ამომრთველის გათიშვისას (ამომრთველში ჩაშენებული მცველებით გათიშვისას ავტომატიკის შცდომითი უშაობის შმთხვევაში და ა.შ.)
შეკვეთით მზადდება სქემა გადამეტტვირთვისგან დაცვით. შემყვანი მოწყობილობის უმაღლესი ძაბვის მხრიდან (УВН) და გამანაწილებელი მოწყობილობის უმდაბლესი ძაბვის მხრიდან (РУНН) კარადების რაოდენობა და ტიპი განისაზღვრება დამკვეთის მიერ.
დამკვეთის მოთხოვნით РУНН ყველა ტიპის კარადის წარმავალი ხაზების უჯრედებში შიძლება დაყენებულ იქნას დენის ტრანსფორმატორები და ამპერმეტრები.
წარმოშობა | უკრაინა |