+ 995 599 300 040 + 995 570 100 424

როგორ შევარჩიოთ გენერატორი სწორად?

ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები გენერატორის შერჩევისას არის გამოყენების დანიშნულება და სიმძლავრე. აგრეგატის შეძენამდე აუცილებელია ჩამოყალიბდეთ შემდეგ პოზიციებზე : დანიშნულება , გამოყენება (მაგ:სახლი,კოტეჯი,ოფისი,მშენებლობა,ელექტროუნსტუმენტი და სხვა)

ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები გენერატორის შერჩევისას არის გამენეყების დანიშნულება და სიმძლავრე. 

აგრეგატის შეძენამდე აუცილებელია ჩამოყალიბდეთ შემდეგ პოზიციებზე :

დანიშნულება , გამოყენება (მაგ:სახლი,კოტეჯი,ოფისი,მშენებლობა,ელექტროუნსტუმენტი და სხვა)
მომხმარებლების დატვირთვის ტიპი - თქვენი ინსტუმენტები და ელექტრო მომხმარებლები წარმოადგენენ აქტიურ თუ ინდუქტიურ დატვირთვის ტიპს? 
ჯამური დატვირთვა - მომხმარებელი ელექტროინსტრუმენტების ერთდროულად გამოყენების ჯამური დატვირთვა 
დღიური გამოყენების ხანგრძლივობა - ხანმოკლე/ავარიული თუ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმი 
ფაზა - 3 ფაზა ; 1 ფაზა ან ორივე ერთად 
საწვავის ტიპი - დიზელი, ბენზინი, გაზი (აირი)
ხმაურის დონე - განიზომება დეცებელებში

გენერატორის სიმძლავრის სწორი გათვლის შედეგად, თქვენ არ შეგექმნებათ ტექნიკური ან დეფიციტური დისკომფორტი, და თქვენი გენერატორის შეასრულებს თავის მისიას სრული დატვირთვით და სტაბილურობით!

ტექნიკურ მონაცემებში არსებობს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რაც აგრეთვე უნდა გაითვალისწინოთ

ნომინალური სიმძლავრე - იზომება კვა-ში
აქტიური სიმძლავრე - იზომება - კვტ-ში 
სიმძლავრის კოეფიცენტი- იზომება cos φ - 0,8 ან 1,0

აქტიური სიმძლავრის გამოთვლისთვის უნდა გამოიყენოთ cos φ - 0,8 ან 1,0 
მაგ: თუ მონაცემში მითითებულია 0,8, მისი სიმძლავრის მონაცემი კვა-ში ან ვატებში უნდა გაამრავლოთ * 0,8= რათა მიიღოთ სუფთა სიმძლავრე! 
მაგ: თუ მონაცემში მითითებულია 1,0, მისი სიმძლავრის მონაცემი კვა-ში ან ვატებში უნდა გაამრავლოთ * 1,0= სიმძლავრე რჩება იგივე!

20 000 ვატი / კვა | ელ.სიმძ(3~) ან (1~) cos φ 0,8 = 16 კვტ 
20 000 ვატი / კვა | ელ.სიმძ(3~) ან (1~) cos φ 1,0 = 20 კვტ


არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ობიექტის ენერგო მომხმარებლების მოხმარების სუფთა სიმძლავრის გამოთვლის შემდგომ, აუცილებელია, რომ 
სიმძლავრეს მიუმატოთ 20/30 % სარეზერვო რესურსი, რათა თავი დაიზღვიოთ გენერატორის გადატვირთვისგან!

ნუ აჩქარდებით, და ნურც დაგაბნევთ ტექნიკური ინფორმაცია, თქვენ არ ხართ ვალდებული ერკვეოდეთ სპეციფიკურ ტექნოლოგიებში,
ამისათვის არიან სპეციალისტები ჩვენს კომპანიაში, რომლების დაგეხმარებათ გენერატორის შეძენაში ყველა ეტაპზე.

თქვენგან საჭიროა მინიმალური ინფორმაციის მიწოდება, რომლის შინაარს სპეციალისტები განავრცობენ და მოგიმზადებენ კომერციულ წინადადებას!


მომდევნო სტატიებში, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ რჩევებს & რეკომენდაციებს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში!

იყავით ჩვენი ენერგო პორტალის ხშირი სტუმარი და აიმაღლეთ ინფორმატიულობა ელექტროგენერატორების და კონკრეტული ბრენდების უპირატესობების მიმართ!

მადლობას გიხდით თქვენი დაინტერესებისათვის!
გისურვებთ წარმატებას!

პორტალის ტექნიკური ადმინისტრაცია

ელ.ფოსტა generatorebi@gmail.com    ან შეავსეთ წინასწარი შეკვეთის ფორმა

ფილტრი
ნაპოვნია 5 
დაადასტურეთ
გაფრთხილება
სურვილების სიაში შეუძლიათ დაამატონ მხოლოდ ავტორიზებულმა მომხმარებლებმა