+ 995 599 300 040 + 995 570 100 424

რისთვის არის საჭირო გენერატორები?

ელექტროენერგიის გენერაცია ჰესების და სხვა და სხვა ტიპის აგრეგატების მეშვეობით თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 

გენერატორები ბენზინის, დიზელის და გაზის ძრავზე უზრუნველყოფენ ლოკალურ ენერგო მომარაგებას, როგორც ავარიული აგრეთვე მუდმივი რეჟიმის გამოყენებით. გენერატორების დანიშნულების გამოყენების არეალი შეუზღუდავია, მათი გამოყენება შესაძლებელია და აუცილებელიც კერძო სახლიდან დაწყებული ინდუსტრიულ წარმოებამდე.ელექტრო გენერატორები, სტაბილურობის და ელექტრო უსაფრთხოების გარანტია, რამეთუ დენის გათიშვას შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს როგორც კერძო ობიექტს, აგრეთვე კომერციული და საჯარო სამსახურების ობიექტებს. მიუხედავად დაძლეული ენერგო კრიზისისა საქართველოში, გენერატორები აქტუალურ პროდუქტია, რამეთუ შეიცვალა ტენდენციები, საზოგადოებაში ამაღლდა ზოგადი კულტურა ავარიული ენერგო კვების მიმართ. უფრო მეტიც, საქართველოში, ისევე როგორც მრავალ თანამედროვე ქვეყანაში, კანონი ავალდებულებს კომერციული და საჯარო ობიექტებს ელექტრო გენერაციის დანერგვას. მაგრამ, მთავარია, რომ თავად პოტენციურ დამკვეთს გააჩნდეს მაღალი პასუხისმგებლობა და ფინანსური შესაძლებლობაც, რათა უზრუნველყოს ავარიული ელექტროენერგიით ობიექტი და შექმნას კომფორტული და უსაფრთხო გარემო.

გახსოვდეთ, რომ უპირველესად ობიექტზე ინერგება ელექტრო აგრეგატები და იმართეა ქსელი, რისი შესყიდვის გეგმარება უნდა დაიწყოთ ობიექტის გახსნამდე მინიმუმ 3 თვით ადრე. ზუსტი თარიღები დამოკიდებულია აგრეგატების სიმძლავრეზე. იყავით წინდახედული გეგმარებაში, და თქვენ დაზოგავთ უამრავ დროს, ენერგიას და ფინანსებს, თავიდან აიცილებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს!

ასე რომ ავარიული გენერატორების საჭიროება, მუდმივად იქნება, ყველაზე ენერგო სტაბილურობის დროსაც კი. რამეთუ არაფერია 100 % გარანტირებული და მარადიული, ავარიული გენერატორები კი დაიცავდ ნებისმსიერ ობიექტს ძალიან დიდი დანაკარგებისა და როგორც მცირე დისკომფორტისა, რომლსაც ქმნის უშუქობა თანამედროვეობაში!


თუ გაქვთ ელექტრო გენერაციის დანერგვის ფინანსური რესურსი, აუცილებლად შეიძინეთ იგი და უზრუნველყავით თქვენი კერძო თუ კომერციული ობიექტი ენერგო სტაბილორობით. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ თქვენი გენერატორის დენის ხარისხი იქნება 100 %, რაც არ მიეწოდება არც ერთ მომხმარებელს ჰესების საერთო ელექტრო ქსელის მეშვეობით. მომდევნო სტატიებში, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ რჩევებს & რეკომენდაციებს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში!

იყავით ჩვენი ენერგო პორტალის ხშირი სტუმარი და აიმაღლეთ ინფორმატიულობა ელექტროგენერატორების და კონკრეტული ბრენდების
უპირატესობების მიმართ!

მადლობას გიხდით თქვენი დაინტერესებისათვის!
გისურვებთ წარმატებას!

პორტალის ტექნიკური ადმინისტრაცია.

ფილტრი
ნაპოვნია 5 
დაადასტურეთ
გაფრთხილება
სურვილების სიაში შეუძლიათ დაამატონ მხოლოდ ავტორიზებულმა მომხმარებლებმა